3 ოქტომბერს დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 11:16
3 ოქტომბერს დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება

ასტეროიდი SP1 დედამიწისკენ მოფრინავს და მას 3 ოქტომბერს მოუახლოვდება, - ამის შესახებ Express-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, ასტეროიდის სიგრძე 70-დან 160 მეტრამდეა, რაც დაახლოებით ფეხბურთის მოედნის (90-დან 120 მეტრამდე) თანაზომადია.

ციური სხეულის მოძრაობის სიჩქარე საათში დაახლოებით 60 ათასი კილომეტრია. 3 ოქტომბერს მასსა და დედამიწას შორის მანძილი კი, მინიმალური 5,87 მილიონი კილომეტრი იქნება.
 

ტეგები