ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 15:49
ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა – ლუკა კურტანიძემ, ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.ამის შესახებ 1TV წერს.

მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე, კურტანიძეს ტიტულის მოსაპოვებლად ხუთი შეხვედრის გამართვა მოუწია და რა თქმა უნდა, ხუთივეში გაიმარჯვა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა, ბულგარელ – ნიკოლაი დიმიტროვს სძლია.

კურტანიძისთვის ეს ვეტერანთა შორის ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. შარშან მან ოქროს მედალი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ტეგები