დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნობელის პრემიის პრეტენდენტების სიაში არიან
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 17:00
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნობელის პრემიის პრეტენდენტების სიაში არიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში 2018 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა შორისაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ერთად ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც ნობელის კომიტეტის წევრი აცხადებს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტმა და კიმ ჩენ ინმა, მათ მიერ სინგაპურში გამართული შეხვედრის გამო მიიღონ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებას დათანხმდა. თუმცა როგორც ნაწილი ვარაუდობს, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არა ტრამპმა, არამედ ორი კორეის ლიდერებმა მიიღონ.

ნობელის 2018 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატის სახელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. 

ტეგები