ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 22:49
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა მოხდა ქუთაისში. საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, დიდების მემორიალთან კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

ტეგები