1-ელ ოქტომბრიდან თბილისსა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი კიდევ 7 რადარი ამოქმედდა
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 12:50
1-ელ ოქტომბრიდან თბილისსა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი კიდევ 7 რადარი  ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და  მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟს.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის 4  სექციას კიდევ 2 დაემატება, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და  გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე,  მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის  ხიდიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.

ასევე, 1-ელ ოქტომბრიდან, სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) დახობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
სულ, საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი იფუნქციონირებს.

ტეგები