შარლ აზნავური გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 16:12
შარლ აზნავური გარდაიცვალა

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს.

შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანი, ცნობილი როგორც შარლ აზნავური სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. ის 1924 წელს დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა საქართველოში დაიბადა. გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.

ტეგები