მედია ტოტალურად იმართებოდა სააკაშვილის მიერ - ბიძინა ივანიშვილი
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 16:40
მედია ტოტალურად იმართებოდა სააკაშვილის მიერ - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ

„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პარტიის ლიდერი ღიმილის მომგვრელს უწოდებს მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს.

ტეგები