ბიზნესის მხრიდან გადასახადების დამალვა კრიმინალია - ლაშა პაპაშვილი "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ სკანდალზე
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 19:25
ბიზნესის მხრიდან გადასახადების დამალვა კრიმინალია - ლაშა პაპაშვილი "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ სკანდალზე

„მე ყველა გადასახადს ვიხდი და ვიღაც რომ არ იხდის, ეს უსამართლობაა“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა  „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს წინაშე ყველა ბიზნესმენს თანაბარი ვალდებულება გააჩნია და გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს.

“კონკრეტულად „ომეგა ჯგუფის“ თემაზე არც არაფერი ვიცი და არც მაინტერესებს. ეს თემა ჩემთვის ძალიან არასერიოზულია.
ლობირება, რომ ბიზნესისთვის მიუღებელია ეს ფაქტია. მე ყველა გადასახადს ვიხდი და ვიღაც, რომ არ იხდის ეს უსამართლობაა,“ - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე რა შემთხვევაში შეიძლება ბიზნესმა გადასახადი არ გადაიხადოს? ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიზნესმენი სახელმწიფოს თანხას შეგნებულად არ უხდის ეს დაუშვებელია, ხოლო თუ იმიტომ არ იხდის, რომ ბიზნესმენს გარკვეული სადაო საკითხი აქვს ის სასამართლომდე მიდის. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საკითხია.

წყარო: Commersant.ge

ტეგები