აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში მონაწილეობს
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 20:11
აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, დელეგაციასთან ერთად, 1-6 ოქტომბერს, ჟენევაში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში იღებს მონაწილეობას.

აკაკი ზოიძე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები კოლეგებთან და დარგის ექსპერტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო მაღლაკელიძე შედიან.

ტეგები