პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას - კახა კალაძე (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 21:34

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის პატივს სცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ძაან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები"- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღეს კახა კალაძემ "ქართული ოცნების" განცხადებაში ხორავას საქმის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს ტრაგედია ნაციონალური მოძრაობის მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა. ამ განცხადებამ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის პროტესტი გამოიწვია.

„კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები? მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“, - უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.

ზაზა სარალიძე ოცნების ოფისთან მივიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მმართველი პარტიის ოფისთან აქცია მიმდინარეობდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 

ტეგები