"აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ" - სარალიძე კალაძეს პასუხობს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 00:16
"აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ" - სარალიძე კალაძეს პასუხობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

"პატივი მაშინ უნდა გეცა, როცა ცილს წამებ მეც და ჩემ შვილსაც.ენას სამი რამ აკავებს და უნდა გეყოს კაცობა არასწორი შეფასება რო არ გააკეთო. აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცეების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ არც შენ და არც არავის", - წერს ზაზა სარალიძე.

მანამდე კახა კალაძემ "ქრონიკის" ეთერში განაცხადა: „ძაან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები".

ტეგები