აღმოჩენა, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 12:40
აღმოჩენა, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის

მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატები – ჯეიმს ელისონი და ტასუკუ ჰონძიო.
 
აღმოჩენა – პაციენტის იმუნიტეტის “გადაწყობა” ონკოლოგიურ დაავადებასთან საბრძოლველად.
 
ელისონისა და ჰონძიოს კვლევების საფუძველზე შეიქმნა ახალი ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს უჯრედებს დაბლოკონ ადამიანის იმუნური სისტემა. შედეგად, ორგანიზმი გადაგვარებულ კიბოს უჯრედებს თავად აღმოაჩენს და ებრძვის.