ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია - "თიბისი ბანკი"
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 12:52
ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია - "თიბისი ბანკი"

"თიბისი ბანკი" ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა გეგუტია განმარტავს, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია. ამასთან, როგორც გეგუტია ამბობს, მსგავსი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ კომპანიის მენეჯმენტში, რადგან ის კანონის დაცვით ხორციელდება.

„ბუცხრიკიძე ასეთ ტრანზაციაში არ მონაწილეობდა და მსგავს ტრანზაქციებში გენერალური დირექტორი საერთოდ არ მონაწილეობს. კომპანიას სურდა თავის თანხის განკარგვა და ეს მოხდა წესით დაცვით. არც ვახტანგ ბუცხრიკიძე და არც მამუკა ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან ეს არის კლიენტის მიერ საკუთარი თანხების განკარგვის ტრანზაქცია, რომლის შეზღუდვაც არ შეიძლებოდა. არ ვადასტურებთ ზეწოლას, ეს არის სიცრუე, არავითარ ზეწლას არ განიცდიდნენ. ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა ტრანზაქცია და თიბისი ბანკს არ შეეძლო კლიენტისთვის შეეზღუდა ეს ტრანზაქცია“ , - განმარტავენ ბანკში.