ლევან ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გამოკითხავენ
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 11:29
ლევან ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გამოკითხავენ

სპორტის ყოფილი მინისტრი და ბოლო დროს გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთი მონაწილე ლევან ყიფიანი სავარუდოდ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

"ლევან ყიფიანი დღეს იყო დაბარებული თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა. სავარაუდოდ, ის სასამართლოში დღეს გამოიკითხება"- განუცხადეს "ნიუპოსტს" პროკურატურაში.

ტეგები