2018 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2,7 პროცენტი შეადგინა
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 11:33
2018 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2,7 პროცენტი შეადგინა

2018 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,7 პროცენტი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (6,3 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6,2 პროცენტი), უმაღლესი განათლება (0,8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, რაც 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0,4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (0,3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაზრდილია 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა. ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0,7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0,7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (0,4 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2018 წლის სექტემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,2 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,8 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8,7 პროცენტი), თევზეული (5,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,9 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,5 პროცენტი), ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-1,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,7 პროცენტით, რაც 0,48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (11,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეებისა (4,4 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი).

ტეგები