„იქნებ, მისცეთ შანსი, ცხოვრება თავიდან დაიწყოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს როსტოს შეწყალებას სთხოვს
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 12:08
„იქნებ, მისცეთ შანსი, ცხოვრება თავიდან დაიწყოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს როსტოს შეწყალებას სთხოვს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს „ნანუკას შოუს“ ყოფილი თნაწამყვანისა და მეგობრის, ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ შეწყალებას სთხოვს.

„ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია, ბრალი აღიარა, სასჯელის ნახევარი მოიხადა, მისი პირველი პატიმრობაა. კომისიის ყველა წევრმა ორჯერ მოაწერა ხელი მის შეყალებას. ციხე რეკომენდაციას გაძლევთ მასზე, როგორც კარგი ყოფაქცევის პატიმარზე. იქნებ, მისცეთ შანსი ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ვინც ფიქრობთ, რომ როსტო იმსახურებს თავისუფლებას, კომენტარში, უბრალოდ, + დაწერეთ , ან პოსტის მოწონებით დაადასტურეთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ტეგები