გუბერნატორების ადმინისტრაციების დაფინანსება იზრდება
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 13:13
გუბერნატორების ადმინისტრაციების დაფინანსება იზრდება

2019 წლისთვის სამხარეო ადმინისტრაციების (გუბერნატორების) დაფინანსების გაზრდა იგეგმება. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დაფინანსება იზრდება - 800 ათასი ლარიდან 870 ათას ლარამდე.

ყველა ცოტა თანხა კი შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებს დაემატება. ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება წელს 860 ათასი ლარი იყო, რაც მომავალი წლისთვის სავარაუდოდ 865 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება 625 ათასი ლარიდან 630 ათას ლარამდე იზრდება.

ასევე, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება 610 ათასი ლარის ნაცვლად, 625 ათასი ლარი იქნება; იმერეთის გუბერნატორის - 735 ათასი ლარის ნაცვლად , 780 ათასი ლარი; კახეთის გუბერნატორის - 725 ათასი ლარი ნაცვლად 735 ათასი ლარი; მცხეთა-თიანთის - 595 ათასი ლარის ნაცვლად 625 ათასი ლარი . რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციას 585 ათასი ლარის ნაცვლად 620 ათასი ლარი ექნება; სამცხე - ჯავახეთში გუბერნატორის ადმინისტრაციას კი 595 ათასი ლრის ნაცვლად 610 ათასი ლარს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

ტეგები