პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 13:16
პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, ამის მიზეზად კი მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

ტეგები