"მოწმემ ამომწურავად უპასუხა კითხვებს"- პროკურორი ლევან ყოფიანის დაკითხვის შესახებ
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 18:59
"მოწმემ ამომწურავად უპასუხა კითხვებს"- პროკურორი ლევან ყოფიანის დაკითხვის შესახებ

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით ლევან ყიფიანის დაკითხვა დასრულდა, პროკურორის განცხადებით, მოწმემ შეკითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი, თუმცა მას პასუხების შინაარსზე არ უსაუბრია:

„ლევან ყიფიანს დაესვა ყველა ის შეკითხვა რაც გამოძიებას აინტერესებდა. მოწმემ ამომწურავად უპასუხა კითხვებს. მოგვაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებაც თუ რა გარემოებებში და როგორ მოხდა გავრცელებული ჩანაწერების დამზადება და შემდგომ გავრცელება. მოწმეს დაესვა ასევე შეკითხვა ფულადი თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ.“- განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.

ტეგები