„ის ჩანაწერები, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია“ - ლევან ყიფიანი სკანდალურ ჩანაწერებზე
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 19:17
„ის ჩანაწერები, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია“ - ლევან ყიფიანი სკანდალურ ჩანაწერებზე

მთელი უბედურება ის არის, რომ ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან ყიფიანმა განაცხადა, ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა, მის მიმართ სამი წლის განმავლობაში დაგროვებულ დავალიანება გაესტუმრებინა.

„დავალიანების გასტურებაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მივიღებდი დავალიანებას, თუ დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. მე გადაწყვიტე ამ თამაშის განხორციელება, მივიღე მისი გამოწვევა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, მე მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ტეგები