ვაკის რაიონში ნარჩენების გატანის საპილოტე პროექტი წარმატებით გრძელდება
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 21:10
ვაკის რაიონში ნარჩენების გატანის საპილოტე პროექტი წარმატებით გრძელდება

თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, ვაკის რაიონში განაგრძობს საპილოტე პროექტს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერია და "თბილსერვის ჯგუფი" კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის რაიონის მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ქუჩების სისუფთავეს და ტრანსპორტის მარტივ გადაადგილებას.

2018 წლის 1 მარტიდან მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერები, ყოველდღიურად 22:00 საათიდან იცლება.

საპილოტე რეჟიმში ჩართულია: ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

ტეგები