პაატა ბურჭულაძის მეუღლეს სასამართლოში დღეს გამოკითხავენ
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 10:00
პაატა ბურჭულაძის მეუღლეს სასამართლოში დღეს გამოკითხავენ

მთავარი პროკურატურის შეუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოიკითხება.

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა.

ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გუშინ უნდა გამოცხადებულიყო.

ტეგები