თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 10:30

სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ტეგები