თოვლი, ქარი, შტორმი, წყალდიდობა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 11:45
თოვლი, ქარი, შტორმი, წყალდიდობა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

5-6 ოქტომბერს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ტეგები