სკანდალი საქართველოს ჰიმნის გარშემო - ვინაა "ჩემი ხატია სამშობლოს" ავტორი?
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 14:41
სკანდალი საქართველოს ჰიმნის გარშემო - ვინაა "ჩემი ხატია სამშობლოს" ავტორი?

სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმად ,,ჩემი ხატია სამშობლო“ 1943 წელს დაიწერა იოსებ სტალინთან შეთანხმებით.

"საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - ,,ჩემი ხატია სამშობლო“, რომლის ავტორებად ჩვენი თანამედროვეები ითვლებიან - პოეტი დავით მაღრაძე - ტექსტის და კომპოზიტორი კი - ისოებ კეჭაყმაძე და რომელიც სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა - თანამედროვეობის გამოჩენილი თაღლითის - ,,დამოუკიდებელი საქართველოს“ ისტორიაში - ყველა არჩევნების გამყალბებელი - ხათუნა გოგორიშვილის თავმჯდომარეობით, სინამდვილეში - ის ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწერა - უშუალოდ იოსებ სტალინთან შეთანხმებით. მუსიკა: ზაქარია ფალიაშვილის. ლექსის ნაწყვეტები: აკაკი წერეთელის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდანაა, ხოლო ფილმი - „ჯურხაის ფარი“ - 1943 წელს - რონდელმა გადაიღო. კინოსცენარი კი - გიორგი ლეონიძეს ეკუთვნის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტეგები