ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე გაჩნდა
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 14:56
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე გაჩნდა

ბათუმში, ხანძარი ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე, სამზარეულოში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 25 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტეგები