სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია - ლევან დავითაშვილი
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 15:40
სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია - ლევან დავითაშვილი

მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

" სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი, იყოს ყველას პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ასეთი კანდიდატია და ყველას გთხოვდით, რომ მას მხარი დავუჭიროთ“.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ტეგები