ივანიშვილი იმიტომ აფინანსებს "გირჩს",რომ მისი მიზანია ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკის გაბანძება - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 16:08
ივანიშვილი იმიტომ აფინანსებს "გირჩს",რომ მისი მიზანია ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკის გაბანძება - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან სწორი აქცენტებია ბრიტანელი ჟურნალისტისგან.ივანიშვილი ზუსტად იმიტომ აფინანსებს "გირჩს",რომ მისი მიზანია ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკის გაბანძება.საპროტესტო მუხტის შედარებით მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა და მნიშვნელოვანის დისკრედიტაცია,ცრუ ცნებების თავზე მოხვევა თითქოს "მიშაც და ბიძინაც ერთია","არცერთი პოლიტიკოსი არ ვარგა" და ამგვარად სტატუსქვოს,ე.ი,მაფიოზური მმართველობის შენარჩუნება", - წერს სააკაშვილი.

ტეგები