5 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 21:18
5 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცვლილეების დღეა. განსაკუთრებით, პირად ცხოვრებაში. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოგთხოვოთ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდად გაანალიზოთ.

კურო
შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა გარშემო მყოფებზე, სიტუაციაზე. ზოგიერთი ზედმეტი წონის დაკლებას გადაწყვეტს. არ განაწყენდეთ, თუ პირველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად არ გამოგივათ.

ტყუპი
ნუ მოგერიდებათ თქვენი მოთხოვნების გაჟღერების. შეიძლება ვინმეს შეეძლოს თქვენი დახმარება. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. შეიძლება მასში გენიალურობის ნიშნები აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი
ცვლილებების დღეა. ან თავად შეიცვლებით, ან გარემოს შეიცვლით (რემონტი ან ინტერიერის გადაადგილებაც ითვლება). საქციელით და არა სიტყვით დაუმტკიცეთ ახლობლებს რომ ღირსეული პიროვნება ხართ.

ლომი
ნუ განმარტოვდებით, შემოქმედებითი იდეებიც კი გარშემო მყოფებთან ერთად განახორციელეთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებაზე (გამოფენა, შოუ) დასწრება. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ, მაგრამ გული არ გადაუშალოთ.

ქალწული
დღეს საკუთარ თავს უარს ვერაფერზე ეტყვით, მათ შორის ახალ შენაძენზეც. ზოგიერთი ნიშანი შეიძლება ქველმოქმედებამაც კი გაიტაცოს. ეცადეთ, ფული ისეთი საქმისთვის გაიღოთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასწორი
დღეს მოგეჩვენათ, თითქოს ცხოვრებას თავიდან იწყებთ. ახლებურად შეხედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, საქმეს. ნუ გადადებთ ცვლილებებს შორეული მომავლისთვის.

მორიელი
დღეს საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც უნდა დაუმტკიცოთ, რომ წარმატებული, ღირსეული, მიმზიდველი ადამიანი ხართ. ამისთვის გამოიყენეთ ყველა ნიჭი და შესაძლებლობება.

მშვილდოსანი
საქმიანი და მეგობრული შეხვედრების, კოლექტიური ღონისძიების, წვეულების დღეა. თუ საღამოზე პოპულარულ ადამიანს დაპატიჟებთ, თქვენი სოლიდურობა მოიმატებას. ზოგიერთი მეგობრებს ახალი გამარჯვებით დაახვევს თავბრუს.

თხის რქა
თქვენი წარმატება თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ეცადეთ, პრიორიტეტი სწორად განსაზღვროთ, თუ ვინმესთან ალიანსზე ფიქრობთ, ეს ყველასთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. მნიშვნელოვანი დღეა იმ ნიშნებისთვის, ვისაც საზოგადოების წინაში უწევს გამოსვლა მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა.

მერწყული
კარგი დღეა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საქმეებშიც, ურთიერთობაშიც. კარგად დაგეგმეთ ის, რის გაკეთებასაც გეგმავთ და ის, ვისთანაც თანამშრომლობა მოგიწევთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სწავლა, სასამართლო პროცესი.

თევზები
ცვლილებები გელით. შეიძლება თავიდან ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა მომხდარში გაერკვევით, შვებით ამოისუნთქავთ. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში თავი ღირსეულად გეჭიროთ და არ დაარღვიოთ კანონი.

ტეგები