რუსული სპეცსამსახურების 7-მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინეს
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2018 10:08
რუსული სპეცსამსახურების 7-მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული სპეცსამსახურების 7 მაღალჩინოსანს წარუდგინეს ბრალი, განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე - საერთაშორისო ორგანიზაციების კიბერთავდასხმების გამო.

რუსმა ხაკერებმა მიიტანეს იერიში საერთაშორისო სპორტულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებზე, რომლებიც იძიებდნენ რუსი სპორტსმენების საქმეებს, მოიპარეს 30 ქვეყნის რამდენიმე ასეული ათლეტის პირადი მონაცემები. აპრილში მათ მიიტანეს კიბერიერიში ჰააგის იმ ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებზე, რომლებიც მუშაობენ ქიმიური იარაღის აკრძალვის და მონიტორინგის საკითხებზე.