ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2018 15:19
ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, – ინფორმაციას BFMTV-ი ავრცელებს.

64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა ვერსად უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.