"20 წელიც რომ მიუსაჯონ უნდა ვიცოცხლო, რომ მერე მოვკლა" - თბილისში მოკლული გოგონას მამა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2018 16:24
"20 წელიც რომ მიუსაჯონ უნდა ვიცოცხლო, რომ მერე მოვკლა" - თბილისში მოკლული გოგონას მამა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისი შცილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნოდარ გრიგალაშვილის მამა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რაც მისი განმარტებით მიუღებელია.

“შინაგან საქმეთა მინისტს გახარიას მინდა ვუთხრა, განიხილოს გრიგალაშვილის საქმე თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა. რამდენად აქვს მას ამის მორალური უფლება. მინისტრს მივმართავ თხოვნით, სასწრაფოდ ეს საქმე განიხილოს. ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა და ამას წყალი არ გაუვა. პირველივე დღიდან ვენდობი პროკურატურას, გამოძიებას. სიმართლე დადგენილია და უმაღლეს სასჯელს ვითხოვ, უვადოს ვითხოვ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 20 წელიც რომ მიუსაჯონ, უნდა ვიცოცხლო იმიტომ, რომ ის მოვკლა”, - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შსს-მ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.