ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ნახევარფინალშია
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2018 17:54
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ნახევარფინალშია

პეკინში, ATP World Tour 500-ის ტურნირზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტუნისელი მალეკ ჯაზირი (61) 6:2, 6:2 დაამარცხა და CHINA OPEN-ის ნახევარფინალში გადავიდა. 

ბასილაშვილი ამ სეზონში მეორედ გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. პირველად ეს ჰამბურგში მოხდა, სადაც მან კარიერაში პირველი ტიტული აიღო.

ჩინეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 3.4 მილიონი დოლარია. ნახევარფინალში გასვლისთვის კი ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 180 900 დოლარი მიიღო.