6 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2018 22:40
6 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი აკეთეთ. ზოგიერთს სირთულეების გადალახვა მოუწევს. სხვა დღისთვის გადადეთ სიყვარულის ახსნა. მხიარული მგზავრობა, ლიტერატურული შემოქმედება. 

კურო

გულახდილი საუბარი კარგ შედეგს არ მოგიტანთ. შეიძლება, ვიღაცას სურდეს, ინფორმაცია გამოგტყუოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. 

 

ტყუპი

დილას ხალისიანი და ლაღი გექნებათ. საღამოს ვალდებულებები მოიმატებს. მეტი მზრუნველობა გამრთებთ ახლობლების, შინაური ცხოველის ჯანმრთელობისადმი. დღეს ვალდებულებების მოგვარება საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. 

 

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან, შვილებთან ურთიერთობის დღეა. შეიძლება გარემო პირობების ან გარშემო მყოფების გამო ხელი შეგეშალოთ და ვერ განახორციელოთ სასურველი. 

 

ლომი

დილას კარგია მგზავრობა, თავისუფალდ მოქმედება. საღამოს მოიმატებს საოჯახო საქმეების მოგვარების აუცილებლობა, დოკუმენტებთან მუშაობა. სიფრთხილე გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. 

 

ქალწული

მტკიცედ დაიცავით საკუთარი პოზიცია, მოსაზრება და უფლებები. ზოგიერთს სერიოზული საუბარი ელის უფროს ნათესავთან, მეზობელთან, დედმამიშვილთან. ყურადღებით წაიკითხეთ წერილი, დოკუმენტები. 

 

სასწორი

თავისუფლების, ენერგიის მომატების დილა გაგითენდებათ. შუადღეს მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყიდლებს, ვალების გასტუმრებას. შეიძინეთ ხარისხიანი ნივთები. 

 

მორიელი

დილას დანიშნეთ საქმიანი შეხვედრა, საქმეების დასრულება. იყავით რბილი და მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. თუ არ გსურთ, თქვენი სიმკაცრისა და ეჭვების გამო მარტო დარჩეთ. 

 

მშვილდოსანი

გულგახსნილი და ურთიერთობს მზად ხართ. დილა მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევრიდან საკუთარ თავს მკაცრი დღის რეჟიმი დაუწესეთ. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას. 

 

თხის რქა 

დაფიქრდით საკუთარ უახლოეს მომავალზე. ნუ უყურებთ ყველაფერს შავ ფერებში, ასე დეპრესიასაც გადაიკიდებთ. შეაჯამეთ მოვლენები, გამოასწორეთ შეცდომები და მოემზადეთ ახალი მიზნების განხორციელებისთვის. 

 

მერწყული

დილით საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ ერუდიცია, კომუნიკაბელურობა, მზად იქნებით თანამშრომლობისა და სიყვარულისთვის. მოერიდეთ უთანხმოებას მშობლებთან, ურთიერთობების გარკვევას საყვარელ ადამიანთან, ორპირს, მგზავრობას და უხარისხო საკვების მიღებას. 

 

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და შეხვედრები დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ. კარგი დღეა საქმეების მოსაგვარებლად, ცხოვრების სტილის სისტემაში მოსაყვანად. ზოგიერთი საჭირო ინფორმაციას მიიღებს შორიდან, ზოგსაც მხარდამჭერი გამოუჩნდება.