შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ამობეჭდვა · 06 / 10 / 2018 10:16
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე  გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, 2001 წელს დაბადებული თ.ხ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორ მოქალაქეს მოპედები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაძარცვი სატრანსპორტო საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები