ირანში წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 06 / 10 / 2018 16:44
ირანში წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანი დაიღუპა ძლიერი წყალდიდობის დროს ირანის მაზენდრეანის პროვინციაში. ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში პარასკევს ღამით დაიწყო.

სტიქიის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

სააგენტო Mehr-ის ცნობით, მაზენდერანის ხელისუფლებამ პროვინციის ექვსივე რაიონში სკოლების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ტეგები