ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირის ფინალშია
ამობეჭდვა · 06 / 10 / 2018 20:53
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ფინალში გავიდა.

ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ორ სეტში, 7:6, 6:4 მოიგო. მისი მოწინააღმდეგე ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილ ედმუნდი გახლდათ.

ბასილაშვილი ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ხოან-მარტინ დელ პორტოს დაუპირისპირდება. დელ პორტო ტურნირზე პირველ ნომრად არის განტავსებული. ფინალური შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება.

ტეგები