7 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 06 / 10 / 2018 21:30
7 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი რთული საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება თუ გსურთ, ეჭვიანობა და სიბრაზე დაივიწყეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
კურო
შეხვედრები და კონსულტაციები დილით დანიშნეთ. დიალოგში მოერიდეთ სარკაზმს, კრიტიკას. პირად ცხოვრებაში სურვილი გაგიჩნდებათ ან პარტნიორი შეცვალოთ, ან ურთიერთობის სტილი.

ტყუპი
დილას გაერკვიეთ დოკუმენტებში (სამედიცინოშიც), წერილებში. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ თქვენს ახლობლებთან ერთად.

კირჩხიბი
დილა ფიქრს, საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალი კვირის დაგეგმვას დაუთმეთ. ნუ გახდებით სხვისი ან პირადი ამბიციების მსხვერპლი.

ლომი
ოფიციალურ დოკუმენტებთან მუშაობა დილით ჯობია. კარგი დღეა საბინაო, სააგარაკო საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული
საჭირო საუბარი გელით მეგობრებთან, ნათესავებთან. დილით კარგია მგზავრობა, საქმიანი მოლაპარაკება. საღამოს სიფრთხილე გმართებთ გზაზე.

სასწორი
სარფიანი ვაჭრობის, ხელშეკრულებების გაფორმების დღეა. მოერიდეთ ფულის ავანტიურაში დაბანდებას.

მორიელი
დილა კარგი პერიოდია საქმეების მოსაგვარებლად. მოერიდეთ კონფლიქტს, ეჭვიანობას. აგრეთვე, სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს.

მშვილდოსანი
დღეს იამაყებთ ფინანსური კეთილდღეობით, სექსუალური მიღწევებით, ავტორიტეტის ამაღლებით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.

თხის რქა
ახალ მეგობრებს გაიჩენთ ან განაწყენებულ მეგობრებს შეურიგდებით. ეცადეთ, ემოციებს აყოლილმა სისულელეები არ დაუშვათ.

მერწყული
შესრულებული საქმეების გამო წარმატებას მიაღწევთ. გარშემო მყოფებთან მოერიდეთ კონფლიქტს, ურთიერთობის გარკვევას.

თევზები
დღეს ნებისმიერ სირთულეს მარტივად დააღწევთ თავს. წარმატება გელით უცხოელებთან ურთიერთობისას. სიფრთხილე - გზაზე, ტექნიკურ გაუმართაობასთან.

ტეგები