ჰაბიბ ნურმაგომედოვს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვან
ამობეჭდვა · 07 / 10 / 2018 13:35
ჰაბიბ ნურმაგომედოვს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვან

დღეს ლას-ვეგასში UFC 229-ის მთავარ ორთაბრძოლაში გამარჯვებულ დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვან. ამის მიზეზად ათლეტის მიერ ორთაბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის გულშემატკივრებთან გამართული ხელჩართული ჩხუბი სახელდება.

"არ შენიძლია ვთქვა, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა დეინ უაიტმა.

გარდა ამისა, არ გამოირიცხება სპორტსმენის რამდენიმე წლით დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა. ორთაბრძოლის შემდეგ, სანამ ნურმაგომედოვს გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა. დაღესტნელმა ათლეტმა რინგი დატოვა და ჩხუბში ჩაერთო. დაპირისპირების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 
 

ტეგები