ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო
ამობეჭდვა · 07 / 10 / 2018 17:26
ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო

პეკინში, ჩინეთის პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღიას ნახევარფინალში ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ქართველმა, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩოგანი, ორ სეტში (7:6; 6:4) დაამარცხა.

ტურნირის ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა და დიდი ალბათობით, კარიერაში პირველად, მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება.
 

ტეგები