ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს
ამობეჭდვა · 07 / 10 / 2018 18:00
ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია! ვულოცავ ნიკოლოზს და მის ყველა გულშემატკივარს! #საქართველოიგებს“,- წერს კობახიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.

ტეგები