ინტერპოლის პრეზიდენტი გადადგა
ამობეჭდვა · 07 / 10 / 2018 23:23
ინტერპოლის პრეზიდენტი გადადგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, 7 ოქტომბერს, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ლიონში ბატონი მენ ჰუნვეისგან გადადგომის თხოვნა მიიღო"-ნათქვამია განცხადებაში.

წესდების თანახმად, ინტერპოლის დროებითი ხელმძღვანელის პოსტს, ვიცე-რეზიდენტი კიმ ჩონ იანი დაიკავებს, ახალ პრეზიდენტს კი ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩევენ, რომელიც დუბაიში 18-21 ნოემბერს გაიმართება.

მენ ჰუნვეის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი ჩინეთშია დაკავებული. მას ანტიკორუფციული ორგანო კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

ტეგები