ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც მინის დაცემისგან თებერვალში მოსწავლე დაიღუპა, მინა ისევ ჩამოვარდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2018 13:36
ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც მინის დაცემისგან თებერვალში მოსწავლე დაიღუპა, მინა ისევ ჩამოვარდა (ვიდეო)

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან, თვითმხილველთა თქმით, შუშა ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ყრია. შემთხვევის შედეგად მსხვერპლი ამჯერად არ არის.

რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის 2 თებერვალს, ამავე შენობიდან ჩამოვარდნილ შუშას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.