ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2018 22:51
ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა.

170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს: - კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.გერმანულ პრესაში ექსპოზიციას არაერთი სტატია მიეძღვნა, გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი.

ირაკლი ზამბახიძის ფოტოები.

Katerina Zhvania-ს ფოტო.