„დავიღალე ახსნა-განმარტებებით, ნუ დამღალეთ!“ - მაია ასათიანი
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 10:14
„დავიღალე ახსნა-განმარტებებით, ნუ დამღალეთ!“ - მაია ასათიანი

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან მაია ასათიანის ორსულობის შესახებ ისევ გავრცელდა ჭორი. ამჯერად აჟიოტაჟი დიზაინერ ზალიკო ბერგერთან ერთად გადაღებულმა ფოტომ გამოიწვია.

„ძალიან მაგარი ამბავია“, „მიხარია, რომ მაია ორსულად არის, ის ამას იმსახურებს“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

საპასუხოდ „პროფილის“ წამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა! დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად”.

Image result for მაია ასათიანი ორსულადაა

ტეგები