თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 10:22
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

„ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი კვალავ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს“, – ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

“ვთხოვ ბატონ გახარიას, რამდენიმე წუთი დამითმოს, რათა ჩემი სათქმელი პირადად მოვახსენო. ჩემთვის მისი აზრი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, უნდა მუშაობდეს თუ არა ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი კვალავ სამართალდამცავ ორგანოში. მაინტერესებს, აქვს თუ არა, მას კანონიერი და მორალური უფლება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყოს. ვიმედოვნებ, ბატონი მინისტრი ჩემს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს”, – აცხადებს მამუკა ნაცვლიშვილი.

ტეგები