გიორგი გახარია: "თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანირი მნიშვნელობა არ ექნება"
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 14:03
გიორგი გახარია: "თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანირი მნიშვნელობა არ ექნება"

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გახსნა.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არანირი მნიშვნელობა არ ექნება კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია არის ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების მიერ, ასევე, სხვადასხვა სახის დისკრიმინაციით ან სიძულვილის გრძნობით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხზე ზედამხედველობა, სტანდარტების დანერგვა და იმ მაღალი ნორმების შემოტანა ჩვენ სისტემაში, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების განვითარებისთვის.მერწმუნეთ, რომ იმ თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ დეპარტამენტში მუშაობენ, ამ 9 თვის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გაწიეს, მათ მართლაც კარგი შედეგები აქვთ. თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ და ეს აისახება იმ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებსაც ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ხშირად მწვავე დისკუსია გვაქვს ამ თემებზე, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს. დღეს იყო შეხვედრა, კონფერენცია, სადაც ჩვენ შევაჯამეთ მიღწეული და დავსახეთ ის გეგმები, რომლებზეც გვინდა ვიმუშაოთ 2019 წელს. მაგალითად, თუ წლევანდელი წელი მივუძღვენით ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის
მიმართულებას, მომავალი წელი გვინდა, დავგეგმოთ და ეს იქნება არასრულწლოვნების მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია“.

ტეგები