სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება გვიჭირს - ზაზა სარალიძეს პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 22:54
სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება გვიჭირს - ზაზა სარალიძეს პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ინციდენტის დროს ერთმა პირმა დაზიანება მიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.

ტეგები