გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 09:57
გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ავრცელებს.

"გიორგი გახარიას სამინისტროში შევხვდები. დამირეკეს დეტექტივების სამსახურიდან და შეხვედრის შესახებ შემატყობინეს", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. გახარიამ მასთან შეხვედრის სურვილი დაადასტურა.

ტეგები