კვიპროსზე ამერიკული სამხედრო ავიაბაზა დაიხურა
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 10:44
კვიპროსზე ამერიკული სამხედრო ავიაბაზა დაიხურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვიპროსზე სამხედრო ავიაბაზა დახურა.

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონმა ოთხი წლის განმავლობაში კვიპროსზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არსებულ სამხედრო ავიაბაზაზე დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დახარჯა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების გენერალური ინსპექციის ანგარიშის თანახმად, ავიაბაზა სახელმწიფო დეპარტამენტის საავიაციო საბჭოს თანხმობის გარეშე შეიქმნა. ამასთან ერთად, შტატების დიპლომატიურ უწყებაში ავიაბაზის არსებობის რეალური მიზნის ახსნა ვერ შეძლეს, რის გამოც მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

2013 წელს გახსნილი სამხედრო ავიაბაზა ხუთ ვერტმფრენს და 40 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ABC-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კუნძულოვან სახელმწიფოში ავიაბაზა შტატებმა 2017 წლის აგვისტოში დახურა. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ABC-ს მიერ მოპოვებული მასალის შემდეგ გახდა ცნობილი.

ტეგები